პრემიერი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

25 თებერვალი 2023, 15:00 616 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს იოჰან ელიაშს შეხვდა.

შეხვედრაზე ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველო ზამთრის სპორტში პირველად მასპინძლობს მსგავს მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას, სადაც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მსოფლიო ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა კი მათთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, მიიღონ კარგი გამოცდილება, რომელსაც მომავალ შეჯიბრებებში გამოიყენებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი