გელა აფრასიძე კარიერას ისევ TOP 14-ში გააგრძელებს

24 თებერვალი 2023, 14:28 811 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი გელა აფრასიძე კარიერას TOP 14-ის კლუბ "ბაიონაში" გააგრძელებს.

ფრანგული გამოცემის "Lequipe"-ის ინფორმაცით, 25 წლის ქართველი "მონპელიეს" ზაფხულში დაემშვიდობება. აფრასიძე "მონპელიეს" ღისებას 2017 წლიდან იცავს, გასულ წელს კი ის TOP 14-ის გამარჯვებული გახდა.

აფრასიძეს "ბაიონაში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ მორაგბესთან კოტე მიქაუტაძესთან ერთად მიუწევს თამაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში