„ხალხის ძალის“ ალტერნატიული კანონპროექტი

23 თებერვალი 2023, 17:38 556 ნახვა

"ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივა კვლავ განხილვისა და შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. „ქართული ოცნების“ რიგებიდან „სიმართლის სათქმელად“ გასული დეპუტატები აცხადებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის იდეა სწორედ ამერიკულ კანონმდებლობას ეფუძნება და არაფერი აქვს საერთო რუსულთან. ოპოზიცია ისევ ამბობს, რომ ამ პროექტის დაკანონება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის ტოლფასია.  ოპონენტებს არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპონენტები დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზებას ახდენენ და ნათლავენ რუსულად ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი