გზების გაწმენდითი სამუშაოები

23 თებერვალი 2023, 17:35 532 ნახვა

მეორე კვირაა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვს - საავტომობილო გზები თოვლის საფარისაგან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 საათიან რეჟიმში იწმინდება. სამუშაოებში ჩართულია უწყების 80-მდე სპეც ტექნიკა. ეტაპობრივად იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში ცხმორისი-კოკატაური-ძანაძეების საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია.  ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ დანდალო-ტაკიძეების გზით ისარგებლონ. მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ინფორმაცია და ვიდეომასალა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი