ენმ-ის ბრალდებები ქედის მერიას

23 თებერვალი 2023, 14:03 597 ნახვა

კორუფცია, ნეპოტიზმი, შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს ის ბრალდებებია, რომლებსაც ქედის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ადგილობრივ ხელისუფლებას უყენებს.

დავით სირაბიძის განცხადებით, თვითმმართველობის საქმიანობაში გამოვლენილია დარღვევები, რომელზეც მისივე მტკიცებით,  2020-21 წლების აუდიტშია საუბარი. ოპოზიციონერი დეპუტატი შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ქედის მერიაში ოპონენტების ბრალდებებს წერილობით უპასუხეს, სადაც წერია, რომ ქედაში სამშენებლო სამუშაოები გაჩერებულია ამინდის გამო. მათ შორის ქედაში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა, ასევე მუნიციპალიტეტში რუსთაველის ქ. № 13 და № 15-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ჩამონათვალს შორისაა დანდალოს ადმინისტრაციული შენობის და კულტურის სახლის რემონტიც.

რაც შეეხება 2023 წელში განსახორციელებელ პროექტებს ტენდერი დასრულებულია, ხელშეკრულებაში უწერიათ კომპანიებს მარტიდან სამუშაოების დაწყება თუმცა სავარაუდოდ ამინდიდან გამომდინარე გადაიწევს დრო. - წერია განცხადებაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი