60 ახალი ავტობუსი ბათუმს

21 თებერვალი 2023, 19:29 1414 ნახვა

ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება . ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსების წარმოების პროცესი დაათვალიერა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, წელს ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად განახლდება. ახალი ავტობუსები კი  ეტაპობრივად შემოვა.  ახალი ავტობუსები გათვლილი იქნება 70 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემებით. ავტობუსების შეძენა აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი