ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ბათუმში.
სერგი მესხის ქუჩაზე ცეცხლი, ავტომობილების სახელოსნოს გაუჩნდა.
როგორც ადგილზე აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო, სამართალდამცავი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზსს გამოძიება დაადგენს.