ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა ახალ ორლეანში ტრადიციული აღლუმის მსვლელობისას მომხდარი სროლის დროს შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში კი ჩანს აღლუმის მარშრუტის ერთ-ერთი მონაკვეთი სროლის შემდეგ, რომელიც ასახავს მომხდარს.
პოლიციის განცხადებით, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა უცნობია იგი მარტო მოქმედებდა, თუ ჰყავდა თანამზრახველი. დანაშაულის მოტივი უცნობია.