სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა

20 თებერვალი 2023, 11:29 758 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი თანამდებობიდან  გაათავისუფლეს. ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტროში ადასტურებენ, სადაც ასევე გვითხრეს, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა თორნიკე რიჟვაძემ.     

უწყებაში გადაწყვეტილების მიზეზზე საუბარი არ ისურვეს, ამიტომ  ვინ მოიაზრება სპორტის დეპარტამენტის უფროსად ამ ეტაპზე უცნობია, ისევე როგორც დაინიშნება თუ არა ლაშა ჩავლეიშვილი სხვა პოზიციაზე. შეკითხვებზე პასუხების მისაღებად ჩვენ ვცადეთ თავად ჩავლეშვილთან დაკავშირება, რომელმაც ჩვენი ზარები უპასუხოდ დატოვა.     

ცნობისთვის, იგი სპორტის დეპარტამენტის უფროსად  2017 წელს დაინიშნა, მანამდე კი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.     

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში