"ვოლტის" კურიერების პროტესტი გრძელდება - ისინი კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ, იქამდე კი ქუჩებში სიგნალებით გადაადგილდებოდნენ.
"ვოლტის" კურიერებს სულ ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობებია.
დღეს, პირველად გაკეთდა განცხადება კომპანიაში. "ვოლტი" მზად არის კურიერებთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა საკუთარი პირობებით.