ცნობილი საოპერო მომღერლის მარინა ჯახუტაშვილის ვარსკვლავის გახსნა იგეგმება ბათუმში. სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის ხელმძღვანელისა და ვოკალის პედაგოგის საიუბილეო გალა-კონცერტი 20 თებერვალს გაიმართება და მასში მოწვეული და ადგილობრივი საოპერო მომღერლები, სიმფონიური ორკესტრი და კაპელა მიიღებს მონაწილეობას. საიუბილეო საღამოს ფარგლებში დღეს ფილმის ჩვენება და წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ბიოგრაფიული ხასიათის დოკუმენტურ ფილმში თავმოყრილია მუსიკოსის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საარქივო მასალა და საკონცერტო გამოსვლები, ალბომში კი ფოტო-მასალა და ინტერვიუ მარინა ჯახუტაშვილთან სახელწოდებით “მე სოპრანო“.
შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მარინა ჯახუტაშვილს მიღებული აქვს საპატიო წოდებები და ჯილდოები.
სხვადასხვა დროს იყო საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული.