ზამთრის სკოლა

18 თებერვალი 2023, 14:19 639 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, უსაფრთხოების ზამთრის სკოლის მესამე სეზონი დაიწყო. პროექტში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან 18 სტუდენტი მონაწილეობს.

ორი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული საფრთხეების შესახებ მოისმენენ ინფორმაციებს.

მსმენელებს პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაუტარებენ. კურსს გაუძღვება უსაფრთხოების საკითხების ბრიტანელი ექსპერტი.

პროექტი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პარტნიორები არიან იუსტიციისა და განათლების სამინისტროები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი