ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გაბრწყინება

18 თებერვალი 2023, 10:52 593 ნახვა

სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მორიგი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა  ანგარიში ეფექტური გოლით მე-14 წუთზე გახსნა. ხვიჩამ ორ მეტოქეს ეფექტური მოძრაობებით გასცდა და საჯარიმოსთან მისულმა კარისკენ ზუსტად დაარტყა. 33-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა და სერია A-ს ბომბარდირებს 18 გოლით ლიდერობს. 

ხვიჩას მშვენიერი გადაცემით ოსიმენს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მიზანს ააცილა.  ხვიჩამ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო და 50-ე წუთზე, ეფექტური პასით, ოსიმენი მეკარესთან პირისპირ კიდევ ერთხელ დატოვა, მაგრამ ნიგერიელმა თავდამსხმელმა ბურთი მიზანს ააცილა.

ხვიჩა კვარაცხელია კი მიუახლოვდა რეკორდს – მას შეუძლია გახდეს პირველი ფეხბურთელი 2006-07 წლების სეზონის შემდეგ, რომელიც ევროპის ტოპ ლიგაში, სადებიუტო სეზონში 10 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემას შეასრულებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი