ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს

18 თებერვალი 2023, 12:02 801 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. საზეიმო ცერემონიალი დღეს, 18 საათზე ბაკურიანში, 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ცნობილი არტისტები და ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ.

მოეწყო ოლიმპიური სოფელი. ჩემპიონატი, 5 მარტამდე გაგრძელდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე უმაღლესი დონის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში