მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს საქართველოს განზრახვაზე, იყოს მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ილია დარჩიაშვილმა ენერგოუსაფრთხოების გამომწვევის ფონზე საქართველოს როლსა და ამ თვალსაზრისით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების ლიდერებთან, სადაც აქცენტი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყნების მობილიზება, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შემოდგომაზე.