სამ დღეში მიტოვებული ორი ჩვილი

17 თებერვალი 2023, 20:09 685 ნახვა

ბათუმში კლინიკა “ბიემსში” დედამ ახალშობილი დატოვა. აჭარის მაუწყებელს კლინიკაში განუცხადეს, რომ 18 წლის ქალმა 2 დღის წინ იმშობიარა, დღეს კი ახალგაზრდა ქალმა ჩვილი საავადმყოფოში დატოვა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო და ისინი უზრუნველყოფენ ახალშობილის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას. მომხდარზე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროც.

დღეს დილით ცნობილი გახდა ინფორმაცია კიდევ ერთი ჩვილის მიტოვების შესახებ, ახალშობილი მეჩეთის მიმდებარედ იპოვეს. ახალშობილი  კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი. 

არსებული ინფორმაციით, ახალშობილი მეჩეთთან, დაცვის სამსახურის თანამშრომელმა იპოვა და ხელმძღვანელს შეატყობინა.

მოგვიანებით კი ადგილზე ბათუმის მესამე განყოფილების  თანამშრომლები გამოიძახეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი