სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

17 თებერვალი 2023, 20:11 715 ნახვა

ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ - ასე ჰქვია საქმეს, რომელზეც გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ მიიღო. საქმე ეხება 2012 წლამდე პატიმრების სასტიკ მოპყრობას საპატიმროებში.

გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურით ხდებოდა; პატიმრებს ცემდნენ კვირაში რამდენჯერმე; ათავსებდნენ ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში.

უზღუდავდნენ საკვების მიღებასა და საპირფარეშოს გამოყენებას. აკაკი ოჩიგავას წამების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ  2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაერთი ადამიანი მისცა.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი