უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის ხმა ჯერ დედაქალაქ კიევში, მოგვიანებით კი მთელ ქვეყანაში გაისმა, რაც 30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებდა.