თურქეთში საუკუნის დამანგრეველი მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ კაჰრამანმარასში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი მოზარდი ამოიყვანეს. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მიწისძვრით განადგურებულ ადიამანში, რომელიც სხვა პროვინციებისგან განსხვავებით ყველაზე მეტად დაზარალდა, უკვე მძიმე ტექნიკამ დაიწყო მუშაობა.
მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილი, თუმცა საცხოვრებლად უვარგისი სახლების დემონტაჟი დაიწყო.
ადიამანი ბევრმა მკვიდრმა უკვე დატოვა. ის, ვინც დარჩა ეკრძალებათ სახლებში დაბრუნება, ისინი ქუჩაში ათენებენ ღამეებს და გასათბობად კასრებში წვავენ შეშას.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 36 ათას 187, ხოლო სირიაში 5 ათას 800 ადამიანი შეადგინა.