დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

16 თებერვალი 2023, 15:00 584 ნახვა

ვითარება უცვლელია მაღალმთიან აჭარაში. ერთ მეტრს მიაღწია ხულოში თოვლის საფარმა, მაღალი ზონის სოფლებში კი ორ მეტრამდეა. რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, თოვლის,  ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო  კურორტ გოდერძისთან მისასვლელ გზა  მეორე  დღეა  დაკეტილია.  ელექტრო გადამცემი ხაზები გამოვიდა მწყობრიდან ქედაში.  შუქი არ მიეწოდება სოფელ პირველ  მაისს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მობილური ჯგუფები  ცდილობენ დაზიანებული ადგილების პოვნას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი