თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამო ბათუმი დღეს მომდევნო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ბათუმელები ყაზახურ „აქსუს“ დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია განახორციელებს. დღევანდელი შეხვედრა თურქული შეკრების ფარგლებში დინამოსთვის ბოლო მატჩი იქნება. ამის შემდეგ კი უკვე 25 თებერვალს საქართველოს ეროვნული ლიგა იწყება, დინამო ბათუმი კი 26 თებერვალს ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდება. დღევანდელი თამაშის გამო დღეს მთავარი 8 საათზე ეთერში არ გავა.