ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის საკოორდინაციო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს საორგანიზაციო, სატრანსპორტო უზრუნველყოფის, ლოგისტიკის, უსაფრთხოებისა და სამედიცინო დახმარების საკითხები. შეხვედრაზე საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს მათი უწყებების მხრიდან უკვე განხორციელებულ და ჩემპიონატის მსვლელობისას დაგეგმილ სამუშაოებზე. აღინიშნა, რომ ბაკურიანში დღეიდან დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტას ტრასებზე, მათთვის გაიხსნა სამი ახალი საბაგირო.