2022 წელს საქართველოში რძის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა - საქსტატი

16 თებერვალი 2023, 12:56 559 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 868.7 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.1 პროცენტით ნაკლებია.

ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 444.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობამ 139.9 ათასი სული შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.7 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

"2022 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 574.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.2 პროცენტით ჩამორჩება 2021 წლის შედეგს. ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 23.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით ნაკლებია. 2022 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 74.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.9 პროცენტით აღემატება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 156.2 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია. 2022 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 648.9 მილიონი ცალი და 2021 წელთან შედარებით 0.9 პროცენტით ნაკლები შეადგინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი