სინოდის სხდომის განჩინება

16 თებერვალი 2023, 12:41 580 ნახვა

14 თებერვლის სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნებულია - ოქმის მიხედვით, სასულიერო პირებმა 6 საკითხზე იმსჯელეს. ცნობილია, რომ  ილია მეორეს გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველობას კათოლიკოს პატრიარქი ჩაიბარებს, ხოლო მთავარ-ეპისკოპოსი ზენონი მხოლოდ დმანისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველად დარჩება. განჩინების მიხედვით, მღვდელმთავრებმა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხიც განიხილეს; იმსჯელეს თურქეთისა და სირიის მიწისძვრაზე და სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს. საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზეც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი