თურქეთში, მიწისძვრიდან 228 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი და მისი ორი შვილი ცოცხალი ამოიყვანეს

16 თებერვალი 2023, 10:40 774 ნახვა

თურქეთის სამხრეთ პროვინციაში, ჰატაიში,  მიწისძვრიდან 228 საათის შემდეგ ნანგრევებიდან  ქალი და მისი ორი შვილი ცოცხალი ამოიყვანეს.

პირველადი დახმარების შემდეგ სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35,4 ათას ადამიანს გადააჭარბა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი