საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი როტაციის მიზნით თურქეთში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა.
ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ.
შსს-ს ცნობით, ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები მუშაობას განაგრძობენ. ქართული სამაშველო ჯგუფი ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ატარებს.
ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს.