როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის პრაქტიკული მხარდაჭერა? ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები იმსჯელებენ ამ საკითხზე.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მინისტერიალზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის და შეკავების გაძლიერებაზე, ასევე ინდუსტრიული შესაძლებლობების გაზრდასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.
სტოლტენბერგმა ასევე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.