ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი პრეზიდენტის და პრემიერ მინსტრს შეხვდა, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის განსახილველ საკითხთა ნუსხაში შედიოდა, როგორც ეუთოს დღის წესრიგი, ასევე საქართველო ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები იქნა განხილული პრემიერმინისტთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის. ასევე განიხილეს საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ოფიციალურ შეხვედრებამდე სებასტიან კურცი ერგნეთში იმყოფებოდა. სადაც დღეს ინციდენტების პრევენციის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კურცმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს პრიორიტეტებზე და განაცხადა, რომ სამი ძირითადი მიმართულებაა, რაზეც ეუთო მთავარ აქცენტს აკეთებს, ეს არის ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, და საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაა. სებასტიან კურცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვეთშიც ჩავიდა და დევნილთა დასახლება დაათვალიერა.