სოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - ტურნირისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. ისტორიაში პირველად საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართება და შეჯიბრებაში მონაწილეობას 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს.
ბაკურიანშია პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.