ექსტერნის გამოცდები სკოლებში

11 თებერვალი 2023, 11:15 1182 ნახვა

სკოლებში ექსტერნატის გამოცდები იწყება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს  პირს  იმ  შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

გასულ წელს, ბათუმის სკოლებში100-მდე მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის არიან მოსწავლეები, რომლეbმაც ვერ დაძლიეს სასკოლო პროგრამა ან უცხოეთიდან გადმოვიდნენ სასწავლებლად ქართულ სკოლებში. ცალკეა გაცდენების გამო ჩანიშნული ექსტერნის გამოცდები, რომელიც სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდება. ამ ეტაპზე, რესურსცენტრებში გამოცდისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს. დოკუმენტების მიღება 15 თებერვალს დასრულდება.

გამოცდები 20 თებერვლიდან 7 მარტამდე გაგრძელდება  და კლასების შესაბამისად, სხვადასხვა ფორმით ჩატარდება ელექტრონულ ფორმატში ან ტესტირების რეჟიმში.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში