თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების ასოციაციის პრეზიდიუმის ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან ისაუბრა კონფერენციის როლზე ევროპის პოლიტიკურ პროცესებში და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, საუბარი შეეხო თურქეთში მომხდარ ტრაგედიას, CPMR-ის პოლიტიკური ბიურო შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას ტრაგედიით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად.