სირიასა და თურქეშთი დაღუპულთა რაოდენობამ 22 ათასს გადააჭარბა

10 თებერვალი 2023, 17:55 518 ნახვა

22 000-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სირიასა და თურქეთში, აქედან 19 000-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი თურქეთში. ჯამურად 80 000 ზე მეტი ადამიანი დაშავდა და მილიონობით დაზარალდა. სამაშველო ოპერაცია უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს, მიწასთან არის გასწორებული 10 პროვინცია, ადამიანები ამ დრომდე ელოდებიან, რომ თავიანთ ნათესავებს ცოცხლებს ამოიყვანენ ნანგრევებიდან. სამწუხაროდ, მსხვერპლი საათობრივად იზრდება. არის შემთხვევები, როდესაც მრავალწევრიანი ოჯახის მხოლოდ 1 წევრი გადარჩა, ან ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში