ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობამ ორივე ქვეყანაში 21 500-ს გადააჭარბა, მათგან 18 ათასზე მეტი დაიღუპა თურქეთში. იმის მიუხედავად, რომ 90 საათზე მეტია ადამიანები ნანგრევებში იმყოფებიან და მათი გადარჩენის შანსი სულ უფრო მცირდება, მაშველებმა დედა-შვილის ნანგრევებიდან ამოყვანა შეძლეს. ჰათაის პროვინციაში გადარჩენილი ჩვილი 10 დღისაა.
6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 74 ათასზე გასცდა, 10 პროვინციაში კი 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.
დაზარალებულ რეგიონებში მთელი მსოფლიოდან იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება, ასევე ადამიანური რესურსი.