მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.
განიხილეს შალვა პაპუაშვილის ბრძანება, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოში მედიის საქმიანობა დარეგულირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებების ჟურნალისტებთან შეთანხმებას ითხოვენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სამოქალაქო სექტორში განმარტეს, რომ აუდიენციის მიზანი იყო თავმჯდომარისთვის ეთქვათ, რომ საჭიროა ჟურნალისტებთან საუბარი.