უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა - უკრაინული მედია

10 თებერვალი 2023, 11:51 470 ნახვა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დილიდან საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკმა განაცხადა, რომ რუსები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის საფრთხის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კიევსა და კიდევ რამდენიმე რეგიონს.

"ელექტროენეტგიის გათიშვა არის იძულებითი პრევენციული ნაბიჯი, რომელიც თავიდან აიცილებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას, თუ მტრის რაკეტები მიზანს მიაღწევენ"- აცხადებენ ენერგეტიკის კომპანიაში.

რამდენიმე წუთს წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 5 კალიბრის რაკეტა და 5 შაჰედი კამიკაძე, რომლებითაც რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში