აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. ასევე იწმინდება კურორტ გომარდულთან მისასვლელი საავტომობილო გზა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ყველა მიმართულებით.