ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება 

08 თებერვალი 2023, 14:44 683 ნახვა

ბადრი ესებუას სასამართლ;ო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება.   სამართალდამცველებმა 2  წლიანი ძებნის შემდეგ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს სოფელ ჯიხაშკარში მიაგნეს. ის ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია  ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. სახლში მცხოვრები 3 პირი კი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. სამართალდამცველები ასევე მობილიზებულები არიან ბადრი ესებუას მშობლების საცხოვრებელ სახლთანაც.

სპეცოპერაცია სოფელ ჯიხაშკარში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამთენიისას ჩატარდა. ბანკის ძარცვის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულს  ადვოკატი დღის ბოლოს შეხვდება. ესებუა ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით,  ბადრი ესებუა სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა.

ბადრი ესებუას, რომელსაც 2 წელზე მეტია ნახევარი მილიონი აქვს მისაკუთრებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ის საპყრობილეში 15 წელს გაატარებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი