მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაზე მოწვეულ იქნენ კანდიდატები, რომელთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები/დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა კანონით და დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მოწვეულ იქნა 8 კანდიდატი: ზურაბი აზნაურაშვილი; დავით ახალაური; ალექსანდრე კობაიძე; რაჟდენი კუპრაშვილი; ელგუჯა მაკალათია; ბადრი ნიაური; მალხაზ რაშოიანი; ვაჟა ჯანყარაშვილი.