რამდენიმე წუთით მოძრაობა გადაკეტილი იყო კახაბრის ქუჩაზე.19 ნომრის მიმდებარედ მცხოვრებლები მიტოვებულ ტერიტორიაზე სპორტული მოედნისა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონის მოწყობას ითხოვენ. გარდა ამისა, აწუხებთ გზის რეაბილიტაციის პრობლემაც.
შეკრებილებმა თქვეს, რომ ქუჩაზე წყალგაყვანილობის გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგაც გზა გადათხრილია.
აპირებს თუ არა ბათუმის მერია სკვერის მოწყობას აღნიშნულ ტერიტორიაზე - პასუხს უწყებისგან ველოდებით.
რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, კომპანია „ ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ქუჩა სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება.