„ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს ყრილობა გაიმართება

05 თებერვალი 2023, 14:20 502 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად დამტკიცდება თანამდებობაზე.

ლევან ხაბეიშვილი გუნდის წევრებს მიმართავს და მათ საკუთარ გეგმას გააცნობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა დღეს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ შეკრებაზე პარტიის ლიდერები, წევრები და ასევე, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, დღეს დაგეგმილი ყრილობა ძირითადად, ტექნიკური ხასიათის იქნება.

ამასთან, დღევანდელ ყრილობაზე შესაძლოა გაირკვეს, თუ ვინ დაიკავებს პარტიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში