იანვარში საქართველოში 9.4%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა

04 თებერვალი 2023, 13:30 1177 ნახვა

საქართველოში პროდუქტების ნაწილზე ფასი ისევ გაიზარდა. იანვარში ქვეყანაში 9.4%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა.

ყველაზე მეტად გაძვირდა ბოსტნეულისა და პურის ღირებულება, თუმცა ფასებმა მოიმატა მათ შორის, რძეზე, ყველზე, კვერცხსა და ხილზე. ფასების ზრდის პარალელურად, დაფიქსირდა მისი შემცირებაც.

2023 წლის დასაწყისში, სულ 9 საკვები პროდუქტი გაიაფდა. მათ შორის 53%-ით შემცირდა კომბოსტოს ფასი, ასევე გაიაფდა ნიორი, ბადრიჯანი და სხვა პროდუქტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი