ორი კვირა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჩემპიონატის საორგანიზაციო, სატრანსპორტო - ლოგისტიკური და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა ძირითადი სამუშაო, დასრულებულია.
ბოლო ეტაპზეა სპორტსმენთა სოფლის მშენებლობა და მოწყობა.
თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება.