„რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

03 თებერვალი 2023, 11:11 1919 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს რუსი ოკუპანტები იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მტერს ჯერ კიდევ აქვს შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი, უკრაინამ კი მთელ მსოფლიოსთან ერთად არ უნდა შეწყვიტოს გლობალური ზეწოლა რუსეთზე. 

ზელენსკის განცხადებით, ისინი მტრის არც ერთ აგრესიულ მოქმედებას უპასუხოდ არ დატოვებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი