მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

01 თებერვალი 2023, 19:32 1252 ნახვა

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დისტანციურად ჩაერთო სასამართლო პროცესს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ისაუბრა.  მან ადეკვატური მკურნალობა  მოითხოვა  და განცხადება უკრაინულ ენაზე გააკეთა.  „ჩემს მიმართ ხორციელდება წამება და მე ვიყავი მოწამლული. თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. “ - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო განცხადების შინაარსი მსჯავრდადებულმა პრეზიდენტმა. მან ჩართვის დროს საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და მისი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დემონსტრირების  მიზნით მაისური აიწია.ამის შემდეგ ის სასამართლო პროცესს გამოეთიშა და  მონაწილეობაზე უარი განაცხადა.საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინეს. ისინი ძირითადად სააკაშვილი მედდები  და  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი