აქცია ბათუმის მერიასთან

31 იანვარი 2023, 17:56 563 ნახვა

ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამშენებლო კომპანია “დიასი”-ს მიერ დაზარალებული 150-ზე მეტი ოჯახის წევრები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი კომპანიის ხელმძღვანელს უკვე წლებია თაღლითობაში ადანაშაულებენ და ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაში დახმარებას თვითმმართველობას სთხოვენ. მათი თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინები ათი წლის წინ შეიძინეს, თუმცა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. აქციის მონაწილეებს ვიცე-მერი შეხვდა. რომელიც ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში კა-2 კოეფიციენტის გაზრდით მის დაინტერესებას დაჰპირდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები ქუჩის გადაკეტვას აპირებდნენ, სამართალდამცველებმა ისინი გააფრთხილეს, რომ ეს კანონდარღვევა იქნებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში