ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი

31 იანვარი 2023, 14:55 384 ნახვა

ჰაერის დაბინძურება კვლავ სერიოზული პრობლებაა საქართველოში - ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა ისაუბრა.

ნინო ჩხობაძემ გამომწვევ მიზეზებად საცობები, ღია სამშენებლო პროცესი და სხვა ქვეყნებიდან შემოსული ჰაერის ნაკადები დაასახელა.

ექსპერტმა თქვა, რომ გამოსავალი სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის დასახვა და მშენებლობის პროცესში სამშენებლო არეალის შეფუთვაა.

კიდევ ერთი პრობლემა მრავალსართულიანი შენობების მიჯრით განთავსებაა, რადგან ჰაერის განიავება არ ხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი