რუსეთის საგარეო უწყების განცხადება და გამოხმაურება საქართველოში

31 იანვარი 2023, 14:48 520 ნახვა

საქართველო არ მიიღებს ე.წ.-ულ 3+3 ფორმატში მონაწილეობას. ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ლავროვის უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 3+3 ფორმატის მონაწილედ განიხილავს და მოსკოვის მიზანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით 3+3 საკონსულტაციო პლატფორმა გაააქტიუროს. 

ეს ფორმატი 2021 წელს ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ერდოღანის ინიციატივით დაიწყო, თუმცა საქართველომ უარი თქვა მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ რუსეთთან ერთად სამშვიდობო პლატფორმაში ვერ ჩაერთვებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი