ოთხი საამქრო დაიწვა გვიან ღამით ბათუმში. შემთხვევა გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა, სადაც სააქციო საზოგადოება უსინათლოთა კავშირის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტებია.
სრულად დაიწვა ავეჯისა და მეტალო-პლასტმასის საამქროები. მათ შორის ავეჯი, ინვენტარი, დანადგარები და ჩარხები. ცეცხლის გაჩენის მიზეზები ობიექტზე დასაქმებულებისთვის უცნობია.
ამბობენ, რომ ზარალი დიდია. დილიდან ადგილზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.