რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა - უკრაინული მედია

30 იანვარი 2023, 10:02 452 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა  ხარკოვი და ოლქის დასახლებული პუნქტები „ეს 300“-ის საზენიტო სისტემებით დაბომბეს. სამიზნე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ოთხსართულიანი შენობა იყო. 

გუშინ, დღის ბოლოს, ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქს უტევენ, ასევე ცდილობენ ლიმანსკის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით წინსვლას.

გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემიდან 24 შეტევა განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები შეტევას ოთხი მიმართულებით: ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანისა და ნოვოპავლოვსკის რაიონებში ახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში