დაუშვებენ თუ არა რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე

29 იანვარი 2023, 20:06 720 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თითქმის ყველა შეჯიბრებიდან მოკვეთილი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო არენაზე დაბრუნების იდეაზე მუშაობს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეიძლება რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს გარკვეული კრიტერიუმების პირობით, დიდ ღონისძიებებში ჩართვის უფლება მისცენ. 

ოლიმპიური კომიტეტის იდეა მიუღებელია უკრაინისთვის. შესაძლოა ქვეყანამ ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადოს.

ინიციატივას არც რუსები იწონებენ, რომლებიც თვლიან, რომ დათქმებით მონაწილეობა არ შეიძლება და მხოლოდ სრულყოფილი დაშვების შემდეგ წავლენ ოლიმპიადაზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი